|
კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) წარმოადგენს ქოლგა ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ოთხ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც საქართველოში ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს (NRC) საინფორმაციო, საკონსულტაციო და იურიდიული დახმარების (ICLA) პროგრამის ფარგლებში 2002 წლიდან ერთად მუშაობენ. ამჟამად კონსორციუმი აერთიანებს შემდეგ ორგანიზაციებს:
- საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF), თბილისი, საქართველო
- ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH), ქუთაისი, იმერეთის რეგიონი, საქართველო
- სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI), ზუგდიდი, სამეგრელოს რეგიონი, საქართველო
- კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ახმეტა, კახეთის რეგიონი, საქართველო
2013 წელს NRC-ის საქართველოდან გასვლამ საჭირო გახადა, რომ ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას შეემუშავებინა სტრატეგია თავიანთი ქსელის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, ხელახლა განესაზღვრათ თავიანთი ჯგუფის იდენტობა და გაეზარდათ მათი წარმომადგენლობა, რათა გაეგრძელებინათ ბენეფიციარებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება, გაეძლიერებინათ თავიანთი შესაძლებლობა დაფინანსების მოსაპოვებლად და ICLA მომსახურებისთვის ახალი ბრენდი განევითარებინათ.
LAG კონსორციუმი დაფუძნდა 2012 წლის დეკემბერში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიულ პირად დარეგისტრირდა 2013 წლის ნოემბერში. LAG კონსორციუმის გამგეობა შედგება ოთხი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ნლს-ის ოთხი ყოფილი გამოცდილი თანამშრომლისგან, რომლებიც ერთობლივად განსაზღვრავენ კონსორციუმის სტრატეგიას, პრიორიტეტებსა და მიმართულებებს.
სრულად ნახვა ...
|
|