2016 წლის 13 სექტემბერს საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით (LIFE Georgia) პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა სენაკში. პროექტი დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავდა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერას სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის გზით. მოწვეული სტუმრები გაეცნენ პროექტის მიღწევებს, რომლებიც იყო ნაჩვენები დოკუმენტურ ფილმში.
სრულად ნახვა ...
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის შესახებ სამუშაო შეხვედრები ზუგდიდსა და გორში.
დევნილთა საარსებო წყაროებთან დაკავშირებული ორი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ზუგდიდში (22 ივლისი) და გორში (27 ივლისი). აღნიშნული შეხვედრები ორგანიზებული იყო საერთაშორისო ფონდ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF) და მისი პარტნიორი სამოქალაქო საზოდაგოებრივი ორგანიზაციების „საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF) და „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო“ (LAG) მიერ. ეს ღონისძიებები ჩატარებულ იქნა „საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით - LIFE Georgia“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული არის ევროკავშირის (EU) მიერ საქართველოში.
სრულად ნახვა ...
ბიზნესისა და მეწარმეობის უნარების სამართლებრივი სატრენინგო მოდული.
ბიზნესისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევების სამართლებრივი სატრენინგო მოდული შემუშავდა ააიპ „საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის“ (SPF) და ააიპ „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო“-ს (LAG) მიერ.
სამართლებრივი სატრენინგო მოდული შექმნილია „საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით“ პროგრამის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერას სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის გზით.
სრულად ნახვა ...
 2016 წლის 27 ივლისს საზოგადოებრივი პროგრამების ფონდმა (SPF), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველომ და ესპანურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ფონდი „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF) ჩაატარა სამუშაო შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში „საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით“ (LIFE Georgia)“ პროექტის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორი ძირითადი თემა: - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის 2 კვლევის - 1) პროექტის პირდაპირი ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საწყისი კვლევა და 2) უნარ-ჩვევების, განვითარების და ტრენინგების საჭიროების შეფასება - შედეგების/მიგნებების წარდგენა. - ზემოთ აღწერილი კვლევების მიგნებების და საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმასთან ურთიერთკავშირზე ყურადღების გამახვილება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დევნილთა სამინისტროს, დევნილთა საარსებო წყაროების სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის (გამგეობის, საკრებულოს), საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადგილობრივი კოლეჯების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრის დროს მონაწილეებმა იმსჯელეს კვლევების მიგნებებზე და შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები.
სრულად ნახვა ...
|