|
2018 წლის 29 მაისს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღო პროექტი „სამართლიანი საზოგადოებისათვის“ დახურვის ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა ქ. თბილისში, სასტუმრო „იოტაში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) ორგანიზებით.
სრულად ნახვა ...
2018 წლის 26 და 27 მარტს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით ზუგდიდსა და ქუთაისში პროექტი „სამართლიანი საზოგადოებისათვის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
სრულად ნახვა ...
2018 წლის 25 თებერვლიდან 1 მარტამდე, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენელი იმყოფებოდა დანიაში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებული იყო ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მიერ.
სრულად ნახვა ...
2018 წლის 23-24 იანვარს LAG კონსორციუმის ორგანიზებით ქ. ქუთაისში ჟურნალისტებისთვის ვორქშოფი და მედია ტური ჩატარდა.
ღონისძიების პირველი ნაწილი ითვალისწინებდა ათამდე ჟურნალისტისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე, შესაბამის კანონმდებლობაზე და მიმდინარე რეფორმებზე ტრენინგის ჩატარებას. ამას გარდა, ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული დევნილთა სამუშაო ჯგუფების მიერ წარმოებულ ადვოკატირების კამპანიებს, უკვე მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს. აღნიშნული საორიენტაციო ვორქშოფის შემდეგ, ჟურნალისტებს ეთხოვათ წინასწარ იდენტიფიცირებულ დევნილთა ჩასახლებებში სტუმრობა და მედია ტურის ფარგლებში ადგილზე არსებულ პრობლემებზე სტატიების, რეპორტაჟებისა თუ რადიო გადაცემების მომზადება.
ღონისძიება მომზადდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).
სრულად ნახვა ...
2017 წლის 7 დეკემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) და იმერეთის რეგიონსა და სენაკის მუნიციპალიტეტში მოქმედი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქუთაისის მერის მოადგილეს, ბატონ იუზა უგულავას შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში იდენტიფიცირებული პრობლემების გაცნობა და გადაჭრის კონკრეტულ გეგმაზე შეჯერება. კამპანია ეხება ქ. ქუთაისსა (ი.ჭავჭავაძის ქუჩა #58ბ, ნიკეას ქუჩა #21, დადიანის ქუჩა #3, ზ. ჭავჭავაძის ქუჩა #16ა) და წყალტუბოში (9 აპრილის ქუჩა) მდებარე დევნილთა დასახლებებში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება/ მოწყობას.
ქუთაისის მერის მოადგილე ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესებასა და პრობლემის დეტალურ შესწავლას დაპირდა. მანვე შეთავაზება გააკეთა ახლო მომავალში შემდეგი სამუშაო შეხვედრის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც მერიის წარმომადგენლები გაეცნობოდნენ პროექტის ფარგლებში მომზადებულ საექსპერტო დასკვნას და თითოეულ ჩასახლებაში სპეციფიური საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამის გადაჭრის გზებზე შეთანხმდებოდნენ.
სრულად ნახვა ...
|
|