საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

2018 წლის 29-30 აგვისტოს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით თბილისსა და ქუთაისში გაიმართა სამუშაო შეხვედრები დევნილთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებში მონაწილეობდნენ რუსთავის, გარდაბნის, წყალტუბოს და კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებებში მოქმედი სათემო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-ს წარმომადგენლები.

სრულად ნახვა ...

2018 წლის თებერვლიდან რუსთავის, გარდაბნის, წყალტუბოსა და კოპიტნარის სამიზნე სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს მზადება სასკოლო ღონისძიებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში  გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

სრულად ნახვა ...

2018 წლის 23 და 25 იანვარს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით რუსთავში და წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგი „ქალთა უფლებები, გენდერული თანასწორობა და სამართლიანობა“ სკოლის ფასილიტატორებისთვის. სამიზნე ქალაქებში მოხდა 10 სკოლის შერჩევა, რომლის მოსწავლეებისთვისაც იგეგმება ასევე ტრენინგების ჩატარება. 
ღონისძიება გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად ნახვა ...

2017 წლის 22 დეკემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველომ (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვებთან ერთად უმასპინძლა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ვიზიტს კოპიტმარის დევნილთა ჩასახლებაში. დევნილებთან შეხვედრის დროს ყურადღება მიექცა ჩასახლების პრობლემატიკას და საჭიროებებს.

შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად ნახვა ...

2017 წლის 21 დეკემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ფსიქოლოგმა ჩაატარა ჯგუფური შეხვედრა ბავშვებთან კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებაში. აქტივობა შედგებოდა ინტერაქტიული სავარჯიშოებისგან, კერძოდ, შეხვედრის დროს ბავშვებმა პროექტის თანამშრომლების დახმარებით დაამზადეს მისალოცი ბარათები და საახალწლო ნაძვის ხე.

შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად ნახვა ...

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014